ოჯახში ძალადობა

ყოფილ ცოლსა და პოლიციაზე თავდამსხმელს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პირს, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე იარაღით თავს დაესხა ყოფილ ცოლსა და ადგილზე მისულ პოლიციას, ბრალი წარუდგინეს და მას 16-დან 20-წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის ცნობით, ხსენებულ პირს ბრალდება ყოფილი მეუღლის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, პოლიციელზე თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინეს.

შემთხვევა თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე 30 ნოემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ ბინასთან დახვდა და იარაღის მუქარით თხოვდა, ბინის გაიყიდვით მიღებული თანხა სრულად მისთვის მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ბრალდებულმა ჯერ პოლიციის მისამართით ისროლა, შემდეგ - ყოფილი მეუღლე დაჭრა, შემდეგ კი კვლავ პოლიციას ესროლა. თავად თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა.

ბრალდებულიც და მისი ყოფილი მეუღლეც საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

კომენტარები