სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

რას ჰყვება გივი თარგამაძე 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დეტალების შესახებ

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის იმ დეტალებს ყველა, რომელიც მისთვისაა ცნობილი. თარგამაძის თქმით, სპეცოპერაცია დაუგეგმავი იყო და არაპროფესიონალურად შესრულებული. თარგამაძის თქმითვე, სპეცოპერაციაში თავიდანვე შავნაბადას რაზმის ჩართვის შემთხვევაში, ოპერაცია სწრაფად დამთავრდებოდა.

„ასეთი არანორმალური სახით ოპერაციის ჩატარება გამოიწვია იმან, რომ სუს-ის ხელმძღვანელობა ჯიუტად არ რთავდა ოპერაციაში, იმ ნაწილებს, რომლებსაც მართლაც პროფესიონალურად და ხარისხიანად შეუძლიათ ასეთი ოპერაციის ჩატარება(მაგ. შავნაბადას რაზმი), იმის გამო რომ მათ მიეწერათ გამარჯვებულის ბონუსები.

აკვირდებოდნენ ამ ჯგუფს, თუმცა არ ვიცით იცოდნენ თუ არა რა ტიპის ჯგუფია, იცოდნენ თუ არა რომ ეს ახმედ ჩატაევია. მოხდა ისე რომ უთვალთვალებდნენ, ისინი რაღაც პერიოდი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, შემდგომ როგორც ჩანს შეამჩნიეს თვალთვალი და ჩაიკეტნენ 5 დღის განმავლობაში ისე, რომ ფანჯრებსაც აღარ ეკარებოდნენ საერთოდ, ამის შემდეგ როგორც ჩანს საჭმელი გაუთავდათ და ერთი პირი გამოვიდა მაღაზიაში.

მოთვალთვალე ჯგუფმა ზემდგომს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ გამოსულია და უნდა დაელოდო ბრძანებას რა უნდა გააკეთო გეგმის მიხედვით. ეს პატრონი ამ ჯგუფს არ ჰყავდა და თვითონ გადაწყვიტეს რომ უნდა აეყვანათ. მას შემდეგ რაც აიყვანეს და გამოკითხეს მივიდნენ და ბინიდან პასუხის ვერ მიღების შემდეგ დაიწყეს კარის ჭრა და მიიღეს ისეთი პასუხი როგორც თვითონ ამბობენ, ორი საათი გონზე ვერ მოვიდნენ და ეგონათ, რომ ათასი ადამიანი იყო შიგნით ისეთი მასირებული დარტყმა განხორციელდა ბინიდან.

ამის შემდეგაც არ ჩართეს შავნაბადა, რომელიც არის მართლა ელიტარული რაზმი. მაინც თვითონ ცდილობდნენ თან სანახევროდ, ესროლეს ერთი სითბური ჭურვი, რომელზე მეორეც რომ მიეყოლებინათ დამთავრდებოდა ყველაფერი, მერე მოიცადეს და ამასობაში ის ჯგუფი ახერხებდა გადაჯგუფებას.

რამდენადაც მე ვიცი სპეცრაზმელი დაიღუპა არა პირველი კარის გაჭრის დროს, არამედ მაშინ, როცა სპეცრაზმი პოზიციებს იკავებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც წესით გასასვლელი იმ ჯგუფს არ ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ უკვე კედლები ჰქონდათ განგრეული იმ მხარეს და გაკეთებული ჰქონდათ გასასვლელი და როდესაც პოლიცია იკავებდა იმ ადგილს ესროლეს ყუმბარა.

ასე მიდიოდა მთელი ოპერაცია დაუგეგმავად ქაოტურად და საბოლოოდ როცა უკვე მსხვერპლი იყო და კიდე სამი დაიჭრა იმ მომენტში, მიხვდნენ, რომ დიდი მსხვერპლით დამთავრდებოდა და დაუძახეს შავნაბადას და შავნაბადამ დაახლოებით ნახევარ საათში დაამთავრა ოპერაცია. ეს შეეძლოთ ექნათ თავიდანვე, თავიდანვე შავნაბადა რომ მოეყვანათ, დაგეგმილი ოპერაცია რომ ყოფილიყო ძალიან სწრაფად დამთავრდებოდა ყველაფერი“ - ჰყვება თარგამაძე.

22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია 20 საათი გაგრძელდა. შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. 

კომენტარები