კრიმინალი

მესტიაში ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Getty Images

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლენჯერის გამგებლის ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები