კრიმინალი

18-წლიანი პატიმრობა - მოხუცი დების დაყაჩაღების და ერთ-ერთი მათგანის მოკვლისთვის

ShutterStock

ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მოხუცი დების დაყაჩაღებასა და ერთ-ერთი მათგანის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. რმ-ს ბრალად ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება ედებოდა. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში რ.მ. სამ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა ც.ჩ.-ს და მ.ჩ.-ს. თავდამსხმელებმა მოხუცებულ დებს ხელები და ფეხები შეუკრეს და იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ სასტიკად სცემეს მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ჩ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რ.მ. თანამზრახველებთან ერთად მიიმალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა რ.მ. და მისი თანამზრახველები ყაჩაღობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები