ხვალ, 28 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიბაანის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის და მუხრანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გუდარეხის და მეველეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შევარდენიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





