დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
13 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





