ადამიანის უფლებები

საია: ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით გამოწვევები ძალაში რჩება

ანა ნაცვლიშვილი
radiotavisupleba.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 2017 წელს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ ძალაში დარჩა, ამასთან რამდენიმე ახალი პრობლემაც გამოიკვეთა. საია-მ ამის შესახებ რიგით 24-ე კრებაზე ისაუბრა, სადაც სწორედ მიმდინარე წლის მუშაობა შეაჯამა. 

"წლის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი ძველი გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, სამწუხაროდ, კვლავ ძალაში რჩება, ასევე გაჩნდა რამდენიმე ახალი გამოწვევა, მათ შორის ხელისუფლების კონსოლიდაციის თემა, რომელიც, ბუნებრივია, სერიოზულ რისკებს უქმნის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას ქვეყანაში. ასევე, სამწუხაროდ, ამ წელიწადში ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ გადაიდგა ნაბიჯები იმ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის გაძლიერების პირდაპირი მანდატი აქვთ, იქნება ეს პროკურატურა, სასამართლო თუ სხვა", - ამბობს საიას თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი. 

კომენტარები