ძარცვა

შსს-მ ძარცვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ზ.წ რუსთავში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები