სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

"საშიშია ცხოვრება" - სპეცოპერაციისას დაზარალებულები ბინებში ცოტა ხნით შეუშვეს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული რამდენიმე ოჯახი დაზიანებულ ბინებში დროებით შეუშვეს. ტერიტორიას, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

"არ შეიძლევა ცხოვრება, როგორ შეიძებეა, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება " - ამბობს ერთერთი დაზარალებული ნათია ბაგაშვილი.

კიდევ ერთი დაზარალებულის ზვიად მაისურაძის თქმით, მისი ბინა საცხოვრებლად უვარგისია. მისი თქმით, დაზიანებულია საყრდენი კედელი, ჩამსხვრეულია ფანჯრები, ჩასულია წყალი და აქედან გამომდინარე, იქ ცხოვრება წარმოუდგენელია.

ის მოქალაქეები, რომელთა ბინები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, ამ ეტაპზე დროებით საცხოვრებლებში იმყოფებიან. ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, 18 ოჯახი, საერთო ჯამში კი 83 პირი სასტუმროებში გადაანაწილეს. მათივე ინფორმაციით, ვიდრე არ დადგინდება, ვარგისია თუ არა ბინები საცხოვრებლად, იქამდე, დაზარალებულები დროებით საცხოვრებლებში იცხოვრებენ. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა შედეგებით დასრულდა სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები