24 ნოემბერს თბილისის 4 რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

newcastle.gov.za

ხვალ, 24 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

ვაკის რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ნინო რამიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი


11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი


11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და მახათას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი


11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება."-აცხადებს თელასი.

კომენტარები