მუსიკალური კლიპი

ეგვიპტეში, მომღერალი ქალი კლიპში საცვლით ყოფნისთვისა და ბანანის ჭამისთვის დაიჭირეს

Independent.com

ეგვიპტეში ქალი მომღერალი მუსიკალურ კლიპში საცვლით ყოფნისთვისა და ბანანის ჭამისთვის 4 დღით დააკავეს, კიდევ ერთი გამოკითხვის შემდეგ კი სასჯელი შესაძლოა 3 წლამდე გაუგრძელონ.

კლიპში მომღერალი საცვლით ცეკვავს და ბანანს ჭამს 69-ე საკლასო ოთახში.

შაიმა აჰმედმა სიმღერა "I Have Issues" გასულ კვირას გამოუშვა და ის მაშინვე გახდა განხილვის საგანი.

ერთ-ერთმა ეგვიპტელმა იურისტმა გადაცემაში თქვა, რომ მათი პატრიოტული მოვალეობაა შაიმა აჰმედას სექსუალური შევიწროება, ნაციონალური მოვალეობა კი მისი გაუპატიურებაა.

პარლამენტის წევრმა ჯალალ ავარამ კი თქვა, რომ ასეთი კლიპები საზიანოა ეგვიპტელი საზოგადოებისთვის.

შაიმა, შაბათს, 18 ნოემბერს საკუთარ სახლში დააკავეს "საჯარო მორალის გარყვნისთვის". მას მუსიკალური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.

თავად მომღერალმა ბოდიში მოიხადა, "ყველა იმ ადამიანთან, ვინც მუსიკალური კლიპი ნახა და ის არასწორად გაიგო."

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შეტევის მსხვერპლი გავხდებოდი ახალგაზრდა მომღერალი, რომელის ბავშვობიდან ოცნებობდა სცენაზე დგომაზე."- თქვა შაიმა აჰმედმა.

კომენტარები