სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

უშიშროების საბჭო სპეცოპერაციაზე: შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს

Reuters

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეისწავლის. ამის შესახებ საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

"ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები; ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული თითქმის 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების 4 თანამშრომელი - დაიჭრა. ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3".

რა შედეგებით დამთავრდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები