უკანონო იარაღი

შსს: უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი

შსს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ო. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 

"შსს-ს თანამშრომლებმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ.ო.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს“-ის და  „აკმ“-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას“ მოდელის  და „სვდ“-ს ტიპის 2 შაშხანა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები