20 ნოემბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 20 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, გულუას, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II, ნადიკვარის, კრწანისის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, დოესის, ზურაბიშვილის, ნოსირის, კაჩინსკის, აწყურის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები