ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ უჩა ნანუაშვილს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას.
საქართველოს სახალხო დამცველი
კელი: აშშ მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ უჩა ნანუაშვილს
tbl.ge/2mp3
დაკოპირდა

აშშ-ის ელჩი იან კელი სახალხო დამცველის შესახებ (რუსთავი 2-ის თარგმანი). ცნობისთვის, ე.წ ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, უჩა ნანუაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. იუსტიციის მინისტრმა მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.
ამავე თემაზე
- სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა – აპარატი
- განცხადება პირად მიზნებს ემსახურება, სპეკულირებს ოკუპაციით – ომბუდსმენი Reformerfitness-ზე
- შენობის მდგომარეობა კრიტიკულია – ომბუდსმენი ბოლნისის სოციალურ საცხოვრისზე
- სახალხო დამცველის კანდიდატობაზე განაცხადი 19-მა ადამიანმა შეიტანა
- სახალხო დამცველი: იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად ვარ




