წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

ატლანტის ოკეანეში არგენტინის სამხედრო-საზღვაო ნავი გაუჩინარდა

AFP

არგენტინის საზღვაო ფლოტი ატლანტის ოკეანეში სამხედრო-წყალქვეშა ნავს, “სან-ხუანს” ეძებს, რომელსაც 48 საათია ვერ უკავშირდებიან. ნავი, რომელზეც 44 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, უკანასკნელად პატაგონიის სანაპიროდან 400 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.

საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ენრიკე ბალბმა მედიასთან განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავი უშუიას საზღვაო ბაზიდან  მარლ დელ პლატისკენ მიცურავდა,  როდესაც "რაღაც მომენტში კომუნიკაცია შეწყდა".

სამაშველო სამუშაოები უკვე დაწყებულია და  სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ცდილობენ კავშირის აღდგენას.

კომენტარები