თვითმკვლელი ტერორისტები

ნიგერიაში ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 10 ადამიანი შეიწირა

Getty

ნიგერიაში ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პირველი აფეთქება მლოცველთა ჯგუფთან მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ერთმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში აამოქმედა. დანარჩენმა ორმა ტერორისტმა თავი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აიფეთა.

თვითმკვლელ ტერორისტებს შორის ქალებიც იყვნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიაში ტერორისტულ აქტებს დაჯგუფება ბოკო ჰარამი ახორციელებს. ისინი ხშირად იყენებენ ქალ თვითმკვლელ ტერორისტებს თავდასხმებისათვის. მათ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს უკანასკნელ წლებში ათასობით ადამიანი შეეწირა. 2009 წლის შემდეგ ისინი ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ.

კომენტარები