მარნეული

"ქალებს სადილი აქვთ გასაკეთებელი" - მარნეულის მერი მხოლოდ კაცებს შეხვდა

რადიო მარნეული

მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა პირველი გასვლითი შეხვედრა კაჩაგანში გამართა. ის სოფლის ცენტრში მხოლოდ კაცებს შეხვდა. რადიო მარნეულს შეხვედრაზე მისულებმა უთხრეს, რომ მათი ცოლებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება. ზოგიერთი კი ამბობს, რომ "ახლა არის სადილის დრო, აქ რა უნდათ ქალებს.. ჩვენ გვაქვს ასეთი მენტალიტეტი, არ შეიძლება, ქალმა იაროს ქალაქის ცენტრში, მითუმეტეს კაცებთან ერთად გადაწყვიტონ პრობლემები".

ამასთან, რადიოს ინფორმაციით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც ეთანხმება ადგილობრივებს და ამბობს, რომ ქალებს სადილი აქვთ გასაკეთებელი.

"ამ დროს შუადღეა, ქალები კვებას უმზადებენ ალბათ" - უთხრა აბაზოვმა რადიო მარნეულს.

კომენტარები