პრემიები

კახა კალაძე პრემიებზე: საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ

რაც შეეხება პრემირების საკითხს მე საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ, ეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში არის მიღებული პრაქტიკა და აქ საგანგაშო არაფერი არ არის, ის რომ შენ შენს წარმატებულ თანამშრომელს, რომელიც მაგალითად კონკრეტულ პროექტზე იმუშავებს და კარგად შეასრულებს თავის სამუშაოს, რომ წაახალისებ და პრემიას გამოუწერ. რა თქმა უნდა გადამეტებული არაფერი არ ვარგა, მე იმაზე ვერ დავიწყებ საუბარს, რომ 12 თვის განმავლობაში პრემიას რომ 30-ჯერ გამოწერ ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პრემიაც უნდა იყოს, ხელფასიც ნორმალური უნდა იყოს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიებსა და ხელფასებზე "ტვ პირველი" ეთერში ისაუბრა

კომენტარები