ოჯახში ძალადობა

სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ცოლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 2017 წლის 17 აგვისტოს, თბილისში მოხდა. მოქალაქე მ.მ-მ ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კი სახეში ხელი გაარტყა.

"შედეგად დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე დაზიანება გამოიწვია" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, მ.მ-ს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 11'-120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო ჰქონდა შეფარდებული. 

კომენტარები