საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადის ნაკრები ანგარიშით 54:22 დაამარცხა.
გუნდს 34 ქულა სოსო მათიაშვილმა მოუტანა, რომელმაც 2 ლელო, 4 ჯარიმა და 6 გარდასახვა გაიტანა. თითო ლელო გაიტანეს გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილაჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კარლენ ასიეშვილმა.
დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა.