10 ნოემბერს, თბილისის რვა რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

Reuters

ხვალ, 10 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. 

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის, კომკავშირის ხეივნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბოტანიკის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, ბარათაშვილის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, კალანდაძის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის მოედნის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, გორკის და ციმაკურიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, დავით სარაჯიშვილის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დიდი დიღმი III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნი და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და გიორგი წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები