თურქეთში, ბურსას პროვინციაში საღებავების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი შეეწირა. დაშავებულია 14.
აფეთქება წყლის ასადუღებელმა ბაკმა გამოიწვია. აფეთქების შედეგად ქარხნის სახურავი ჩამოინგრა.
ქალაქის მერის თქმით შემთხვევის დროს ადგილზე 9 თანამშრომლის გარდა კლიენტებიც იმყოფებოდნენ.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.





