პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება

სირია პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეუერთდება

ABC

გუშინ ბონში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კონფერენციაზე სირიის დელეგაციამ განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ სექტებმერში შეთანხმებას ნიკარაგუაც შეუერთდა. 2015 წელს ნიკარაგუამ განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები საკმარისი არ იყო გამონაბოლქვის შესამცირებლად, თუმცა მიმდინარე წელს ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რაც გლობალური დათბობის შესაჩერებლად გაგვაჩნია და ამიტომ გადაწყვეტილება შეცვალა.

სირიის შემდეგ ერთადერთ ქვეყანად, რომლიც შეთანხმებას არ უერთდება აშშ დარჩება. დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა, თუმცა შეთანხმების ლეგალური სტრუქტურიდან გამომდინარე აშშ-ის გამოსვლის პროცედურის დასრულება ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ვერ მოხდება.

კომენტარები