პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება

მაკრონმა გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების შეთანხმებაზე

Reuters

საფრანგეთის პრიზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

"პატივს ვცემ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა როგორც აშშ-სთვის, ასევე პლანეტისთვის. მსურს ვუთხრა ყველა მეცნიერს, ინჟინერს, მრეწველს და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ იმედები გაუცრუა, რომ ისინი საფრანგეთში მეორე სამშობლოს იპოვიან. მივმართავ მათ, ჩამოდით და აქ ჩვენთან ერთად იმუშავეთ", - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ პარიზის შეთანხმება გაუქმებას არ დაექვემდებარება. 

დონალდ ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება გუშინ გაავრცელა.

ტრამპის თქმით, შეთანხმება არასამართლიანია აშშ-სა და ამერიკელ გადასახადების გადამხდელებთან მიმართებით.

კომენტარები