NATO-საქართველო

შსს-ს კატარღებმა და NATO-ს ხომალდებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

შსს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს SNMCMG2 ხომალდებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. 

შსს-ს ცნობით, წვრთნები მოიცავდა საზღვაო მანევრებს და აბორდაჟის ოპერაციებს, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.

წვრთნებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის 4 ხომალდი მონაწილეობდა.

"აღნიშნული წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად" - აცხადებს შსს.

ერთობლივი სწავლებები და საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები