ლგბტ უფლებები

მეუფე საბა: სიძულვილის რიტორიკა უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, ვიდრე ჰომოსექსუალობა

ჩვენ არ ვამართლებთ ცოდვას, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის აქ, ამერიკაშიც, სადაც ლეგალიზება მოხდა გარკვეულწილად [ლგბტ ქორწინების] და ძალიან დიდი უფლებებით სარგებლობენ ლგბტ ადამიანები. გარკვეულწილად, უმცირესობაში მყოფები უმრავლესობის მხარეს გადმოვიდნენ, მაგრამ მაინც დაჩაგრული უმცირესობაა ჯერ კიდევ უმეტესი ნაწილი.ბევრი რელიგია და კონფესია არ აღიარებს ამას და მიიჩნევს ცოდვად, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე. ასეთი ადამიანები შეიძლება იყოს მრევლშიც, ჩვენ არ გვძულს ისინი. სიძულვილის რიტორიკა უფრო დიდი და მძიმე ცოდვა არის, ვიდრე ის, რასაც ისინი ჩადიან, იმიტომ რომ ამ სიძულვილმა შეიძლება წარმოშვას ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ სამყაროში. რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, მათზე თავდასხმას, შეურაცხყოფას და ქვების სროლას, მე ვარ ერთ-ერთი, ვინც ვაპროტესტებ და ვამბობ, რომ ასეთი რამ ყოვლად მიუღებელია ადამიანისთვის და განსაკუთრებით ქრისტიანისთვის. 

განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ 5 ნოემბრის ქადაგებაზე. ​ის ფეხბურთელ გურამ კაშიას კაპიტნის სამკლავურის საკითხს, ასევე ქართული მარშის ჰომოფობიურ აქციას გამოეხმაურა. კლუბ "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, გურამ კაშიამ ლგბტ დროშის სამკლავური ჰოლანდიაში, ერთ-ერთი მატჩზე გაიკეთა, ქართულმა მარშმა კი ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართა და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. 

კომენტარები