ლგბტ უფლებები

მდინარაძე: ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი არაჯანსაღი პროპაგანდა, მათ შორის, LGBT პროპაგანდა

დიახ, ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი არაჯანსაღი პროპაგანდა, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდა. მაგრამ, ჩვენ ამის წინააღმდეგ რაღაც კვაზი მეთოდებით გალაშქრებას არ ვაპირებთ. ამას მხოლოდ ჯანსაღ პროპაგანდას დავუპირისპირებთ. ამას დავუპირისპირებთ ხაზგასმას ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, ტრადიციებზე, ღირებულებებზე, ტოლერანტობასა და ა.შ. 

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"როგორც არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება". - განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე.

კომენტარები