7 ნოემბერს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს. 

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გლდანისაკენ მიმავალი მაგისტრალის, ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ყიფიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და უდაბნოს მონასტრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, სამგორი-1 დასახლების, ვარკეთილი-2 დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, ალადასტურის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რევაზ ლაღიძის, მესხის, სულხან-საბას, თაბუკაშვილის, გერცენის და აპოლონ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ტრაქტორის, დავით ჭიჭინაძის და ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი. 

კომენტარები