თავდასხმა ტეხასის ეკლესიაზე

მარგველაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ტეხასში მომხდარ თავდასხმას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს და სოლიდარობას უცხადებს. 

"ჩვენ ფიქრებით ვართ ტეხასში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებთან და მათ ოჯახებთან. სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს." - დაწერა გიორგი მარგველაშვილმა.

ტეხასის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს საკვირაო წირვის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, BBC-ის ცნობით გარდაიცვალა 26 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმა პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსის პირველ ბაპტისტურ ტაძარში მოხდა. თავდასხმის მსხვერპლთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს. სავარაუდო ეჭვმიტანილი ეკლესიასთან ახლოს თავის ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

კომენტარები