თავდასხმა ტეხასის ეკლესიაზე

კობახიძე ტეხასის თავდასხმაზე: საქართველო დგას აშშ-ის გვერდით ამ მძიმე წუთებში

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე ირაკლი კობახიძე აშშ-ში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ კობახიძე განცხადებას ავრცელებს. 

"მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლანდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში." - წერია პარლამენტის თავმჯდოამრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტეხასის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს საკვირაო წირვის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, BBC-ის ცნობით გარდაიცვალა 26 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმა პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსის პირველ ბაპტისტურ ტაძარში მოხდა. თავდასხმის მსხვერპლთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს. სავარაუდო ეჭვმიტანილი ეკლესიასთან ახლოს თავის ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

კომენტარები