თავდასხმა ტეხასის ეკლესიაზე

საკვირაო წირვისას ტეხასის ეკლესიას თავს დაესხნენ - გარდაიცვალა 26 ადამიანი

BBC

ტეხასის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს საკვირაო წირვის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, BBC-ის ცნობით გარდაიცვალა 26 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმა პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსის პირველ ბაპტისტურ ტაძარში მოხდა. თავდასხმის მსხვერპლთა ასაკი 5-დან 72 წლამდე მერყეობს. სავარაუდო ეჭვმიტანილი ეკლესიასთან ახლოს თავის ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტეხასის სამართალდამცავები მასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ის ახალგაზრდა, თეთრკანიანი მამაკაცია, თუმცა ამერიკული მედია წერს, რომ თავდამსხმელი 26 წლის დევინ პატრიკ კელი იყო.  

კელი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან 2014 წელს დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ის ოჯახში ძალადობაში, ცოლისა და შვილის შევიწროვებაში ცნეს დამნაშავედ. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები