უბედური შემთხვევა

საუდის არაბეთის პრინცი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

Getty Images

BBC არაბულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთის პრინცი მანსურ ბინ მუქრინი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მათივე ცნობით, ვერტმფრენი იემენის საზღვართან ჩამოვარდა. 

პრინცი მანსურ ბინ მუქრინი ასირის პროვინციის მმართველი იყო და ის ვერტმფრენში რამდენიმე ოფიციალურ პირთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არა რის ცნობილი.

საუდის არაბეთის წარმომადგენლები შემთხვევას 1 დღით ადრე იემენში აფეთქებულ ბალისტიკურ ყუმბარას უკავშირებენ. 

ამასთან, გასულ კვირა ქვეყნის კორუფციასთან ბრძოლის სამსახურმა უამრავი ადამიანი დააკავა, რომელთა შორისაც 11 პრინცი და 4 მინისტრი იყო. დაკავებების მიზეზი კი კურთხეული პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის სურვილი იყო, შეენარჩუნებინა მემკვიდრეობა ტახტზე. აღნიშნულ ანტიკორუფციულ სამსახურს სწორედ ის უდგას სათავეში. 

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პრინცი მანსურ ბინ მუქრინი ყოფილი კურთხეული პრინცის შვილია. მამამისი მუქრინ ბინ აბდულ აზიზი 2015 წელს მეფე სალმანმა ტახტის მიღებიდან რამდენიმე თვეში გააძევა.

არაბული მედიის ცნობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვერტმფრენის არცერთი მგზავრი არ გადარჩენილა.

კომენტარები