ავტოსაგზაო შემთხვევა

აჭარაში ქორწილის ესკორტი ავარიაში მოყვა

იმედი

ციხისძირის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ქორწილის ესკორტის ერთ-ერთი შემადგენელი ავტომობილი, სადაც სიძე-პატარძალი იჯდა ავარიაში მოყვა. 

იმედის ინფორმაციით, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ავარიის შედეგად 3 ავტომობილი დაშავდა.

შსს-ში საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით არის აღძრული.


ფოტო: იმედი

კომენტარები