ქალთა უფლებები

ალეკ ბოლდუინი: მე ქალებს ძალიან სექსისტურად ვექცეოდი

Usmagazine.com

მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გენდერულ თანასწორობასა და ქალების მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარსულში ის ქალებს ცუდად ექცეოდა.

"მე ქალებს ძალიან სექსისტურად ვექცეოდი. მათ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ვერ ვამჩნევდი და სათანადოდ არ ვაფასებდი. ეს ჩემი ცხოვრების წესი არ იყო, მაგრამ დროდადრო ქალებს ვექცეოდი ისე, როგორც კაცებს არასდროს მოვექცეოდი. მე იმ თაობას ვეკუთვნი, სადაც ქალებს კაცებისგან განსხვავებულად უნდა მოქცეოდი და მინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს."- თქვა ალეკ ბოლდუინმა.

მსახიობმა ჰოლივუდში შექმნილ სიტუაციაზე და იქ ქალების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ არა მარტო კომფორტული, სამართლიანი და თანასწორი სამუშაო გარემო, არამედ პროდუქტიულიც. ბოლო ხანებში რთულ საკითხებთან გამკვლავება გვიწევს და ეს აზიანებს ბიზნეს, ნაკლებად პროდუქტიულს ხდის მას."- თქვა ალეკ ბოლდუინმა.

კომენტარები