ახლა დამთავრდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და იწყება ისევ კონსტიტუციის გადასინჯვა, რითაც ქართული ოცნება აღიარებს, რომ მიიღეს ცუდი კონსტიტუცია. ჩვენ ხელს შევუწყობდით კონსტიტუციის გაუმჯობესებას, რომ ამ გადასინჯვის პროცესში მზად იყოს ხელისუფლება და ქართული ოცნება იმაზე, რომ რეალური დიალოგი გაიმართოს იმ საკვანძო საკითხებზე, რასაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის ევროპული საქართველოც ვაყენებდით, ეს არის პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარება და ქართველი ხალხისთვის იმ უფლების დატოვება, რომ მან თავად აირჩიოს პრეზიდენტი.
tbl.ge/2lrh
დაკოპირდა
განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ქართულმა ოცნება გეგმავს ცვლილებები შეიტანოს ახალ კონსტიტუციაში, რომელსაც მხარი რამდენიმე კვირის წინ მხოლოდ მმართველმა გუნდმა დაუჭირა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია, იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი
- კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან
- კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზეა დამოკიდებული
- კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ეს იყო კავკასიური ცარცის წრე
- იან კელი კობახიძეს: ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას