ბეტმენი

ბენ აფლეკი: სანამ ბეტმენს ვითამაშებდი, კრისტიან ბეილმა ერთი რჩევა მომცა

Hollywoodreporter.com

ბენ აფლეკმა ბეტმენის თამაშისთვის მზადება გაიხსენა და USmagazine-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას კრისტიან ბეილმა [ასევე ბეტმენის როლის შემსრულებელმა] ერთი რჩევა მისცა.

"კრისტიან ბეილს შემთხვევით ფორმების მაღაზიაში შევხვდი, ორივე შვილებისთვის რაღაცებს ვყიდულობდით. მან მითხრა, რომ ჩემთვის ერთი მთავარი რჩევა ჰქონდა - "დარწმუნებული იყავი, რომ ბეტმენის ფორმას აუცილებლად ჰქონდეს ელვა შესაკრავი". ამის შემდეგ ჩვენ ცოტა კიდევ ვისაუბრეთ ჩემს როლზე."- თქვა ბენ აფლეკმა.

კრისტიან ბეილს ბეტმენის როლი სამ ფილმში [Batman Begins, The Dark Knight, The Dark Knight Rises] აქვს შესრულებული. მისი თქმით, მან თავად თქვა უარი კიდევ ერთხელ ბეტმენის როლის მორგებაზე, მაგრამ იეჭვიანა, როდესაც გაიგო რომ მის მაგივრად ამას ბენ აფლეკი გააკეთებდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სწორი დრო იყო გასაჩერებლად, როდესაც გავიგე, რომ მის როლს ჩემს გარდა სხვა თამაშობდა ნახევარი საათი უბრალოდ სივრცეში ვიყურებოდი. თუმცა მე 40 წლის ვარ, ფაქტი რომ ბეტმენზე ვეჭვიანობდი ცოტა უცნაურია. ახლა ასე ნამდვილად აღარ ვფიქრობ."-თქვა კრისტიან ბეილმა.

კომენტარები