ბეტმენი

კატა-თაგვობანა – ბეტმენის ახალი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Warner Bros.-მა ბეტმენის ახალი ტრეილერი გამოვიდა. ვიდეოში კომიქსების გმირი, ქალი-კატა ჩანს, რომლის როლს ზოი კრავიცი ასრულებს.

ბეტმენის ახალ ნაწილში გოთემის მცველის როლს რობერტ პატინსონი პირველად ითამაშებს. DC-ის ფილმში გამოჩნდებიან კლასიკური ბოროტმოქმედები რიდლერი და პინგვინი, უკანასკნელის როლს კორინ ფარელი თამაშობს. მომავალი ბლოკბასტერი სრულწლოვან აუდიტორიაზე არის გათვლილი და კინოთეატრებში R რეიტინგით გამოვა.

ახალი ბეტმენი კინოთეატრებში 2022 წლის 4 მარტს გამოვა.

 

კომენტარები