31 ოქტომბერს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

31 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

09:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება სოფელი ლისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის და კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I და II მიკრორაიონის, გობრონიძის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, 300 არაგველის, ბოჭორმის, ბოდბეს, შავსოფლის, ლუსინიანის, არბოშიკის და ზახაროვის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12:00-დან 13:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, მამარდაშვილის და ლარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:30-დან 15:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები