კატალონია

ბარსელონას ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის ასობით ათასი მოწინააღმდეგე გამოვიდა

ესპანეთის ერთიანობის მარში

ბარსელონას ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები ესპანეთის ერთიანობის ასობით ათასმა მომხრემ ჩაანაცვლა. ქუჩაში დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე 300 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ესპანეთის ერთიანობის მარში

აქცია ერთდროულად იყო პროტესტიც და გამარჯვების ზეიმიც - ქუჩაში გამოსული ადამიანები კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეწინააღმდეგებოდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ, რეგიონზე კონტროლის დამყარებას ზეიმობდნენ.

ესპანეთის ერთიანობის მარში


აქციის მონაწილეები, კატალონიის გადაყენებული ლიდერის, კარლოს პუჩემონტის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდნენ - "ციხეში!" ეწერა ბანერებზე.

ესპანეთმა კატალონიის მთავრობა მას მერე დაითხოვა, რაც ავტონომიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მადრიდმა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლს მიმართა, რომელიც კრიზისის დროს ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიურ რეგიონებზე პირდაპირი კონტროლის დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

პუჩემონტი ამბობს, რომ ის და მისი გადაყენებული მთავრობა აპირებს თავისუფალი ქვეყნის აშენებას და სურს დაამყაროს მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და ძმობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ესპანეთთან.

კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება გუშინ გამოყოფის მომხრეებმა ბარსელონას ქუჩაში აღნიშნეს.

კომენტარები