26 ოქტომბერს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესებას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10:30-დან 13:00 საათამდე, 30-წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბუაჩიძის, გუდამაყრის, ჩარგლის, გვაზაურის, ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, ჭყონდიდელის და მელქისედეკ პირველის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00-დან 12:00 საათამდე 1-საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის, საკანდელიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შმიდტის და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00-დან

15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაიას და კლდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 

12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ჩუბინაშვილის, გოგოლის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები