საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: სასაცილოა, რომ პატრიარქს ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია

ბოლოს ვნახე ტარას შავშიშვილის განცხადება, რომელმაც გამაოგნა - პატრიარქს რაღაც ქამარი აქვს, ამ ქამარზე კიდია გასაღები, ეს გასაღები სეიფს აღებს და მასზე ხელი მხოლოდ სოსო ოხანაშვილს მიუწვდება. ამ სეიფში კი ანდერძია. ეს ყველაფერი ისეთი უცნაურია, ასეთი რამ მე ზღაპრებში წამიკითხავს. ძალიან სასაცილო რამე და მოგონილი თემაა.

პატრიარქი ტოვებს ანდერძს, ხოლო ეს ანდერძი არის მისი ერთი ხმა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევაში, როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ეს მოსაყდრე იწვევს კრებას ახალი პატრიარქის ასარჩევად და მიწას უნდა მიაბაროს გარდაცვლილი. ეს არის სულ მისი ფუნქცია და მისი მოვალეობა. და ეს იყო თუ არა სოსო ოხანაშვილთან შეთანხმებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ.

კომენტარები