ციანიდის საქმე

მეუფე დიმიტრი: არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება

მე ის ვიცი, რომ ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გარკვეულწილად დაგეგმა და გარია საერო თუ სასულიერო პირები, ის არის ძალიან ბოროტი ადამიანი, იმიტომ, რომ ამაზე დიდი სიბოროტე არ შეიძლებოდა, მოეფიქრებინა, რომ ვთქვათ მე ან ჩემი საახლობლო წრე ყოფილიყო დაპირისპირებაში იმ ადამიანთან, ვის მიმართაც მე სიცოცხლით ვარ დავალებული. მე არ ვიცი, [საპატრიარქოს შიგნით არიან თუ არა ეს პირები], მე უბრალოდ, ვსასოებ და მიხარია ის, რომ სახარებაში არის სიტყვები - არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება.

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა მამა გიორგი მამალაძე ციხეში მოინახულა.

კომენტარები