ელენე ხოშტარია

გრიგოლია: ხოშტარიამ მთხოვა, არ გამომეყენებინა კადრები, სადაც გაჭირვებულ ოჯახში იყო

TV პირველი

TV პირველის ჟურნალისტი და გადაცემა რეაქციის წამყვანი ინგა გრიგოლია ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატზე ელენე ხოშტარიაზე იმ ისტორიას ყვება, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადაცემაშივე დააანონსა. 

მისი განმარტებით, მას არ სურდა არჩევნებამდე ამ ისტორიის მოყოლა, გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტია. 

"ერთერთი გადაღება გვქონდა, უნდა გადაგვეღო ელენე ხოშტარია. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა ეს ამბავი და ამიტომ, ახლა მოვუყვები მაყურებელს. გვინდოდა ხოშტარიას გადაღება და ვკითხეთ მის პრესცენტრს, სად იყო ამ დროს კანდიდატი და მივედით - ის ძალიან გაჭირვებულ ოჯახში იყო. გადავიღეთ და როდესაც წამოვედით, მისგან SMS მივიღე. მან მთხოვა, რომ "ძალიან გთხოვ, ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა, არ გამოიყენო ეს კადრები შენი ანონსისთვის და რეპორტაჟისთვის იმიტომ, რომ ვერავის დავაჯერებ, რომ მე საგანგებოდ აქ კამერა არ წამოვიყვანე". მართლა ძალიან გამიკვირდა, პირველად ვყვები ახლა ამ ამბავს იმიტომ, რომ პოლიტიკოსები, როგორც წესი, ასეთ შანსებს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე,"- ამბობს გრიგოლია რეაქციის ეთერში.

გრიგოლიას განმარტებით, მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის ეს სიახლე იყო.

"რესპონდენტი, პოლიტიკოსი მეუბნება, რომ არ მაჩვენო, შენი ჭირიმე, ამ ოჯახში რომ ვარ იმიტომ, რომ ხალხს ეგონება, რომ მე მოგიყვანე,"- ამბობს გადაცემის წამყვანი.

კომენტარები