სურსათი

როგორ იცვლებოდა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასები გასული 10 წლის განმავლობაში

Reuters

საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის თითქმის ნახევარს, 44%-ს სურსათის შესაძენად ხარჯავს, რაც განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისად, სასურსათო პროდუქტების ფასებს ქვეყანაში საკმაოდ მნიშველოვანი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. 

საინტერესოა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ხორცპროდუქტების ფასებია გაზრდილი, სადაც ფასები პრაქტიკულად გაორმაგდა. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ყველის, შაქრის, ბრინჯის, ლობიოს და სხვა პროდუქტების ფასები. საინტერსოა, რომ შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა კარტოფილისა და კვერცხის ფასები, სადაც გასული ათწლეულის განმავლობაში ზრდა 20%-ს არ აღემატება.

კომენტარები