სექსუალური შევიწროება

მეთ დეიმონი: ვიცოდი, რომ ვაინშტაინი გვინეტ პელტროუს სექსუალურად ავიწროებდა

bbc.com

მსახიობებმა მეთ დეიმონმა და ჯორჯ კლუნმა ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ისაუბრეს. 

მეთ დეიმონის თქმით, ჰარვი ვაინშტაინთან გატარებული 5 წუთიც საკმარისია იმის მისახვედრად რომ ის მოძალადეა.

"როდესაც ხალხი ამბობს, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, მე მათ ვეთანხმები და ვამბობ - დიახ, მე ვიცოდი რომ საზიზღარი იყო. ის ამ ყველაფრით ამაყობდა. ვიცოდი, რომ მექალთანე იყო, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ მას ამდენი რამ ექნებოდა ჩადენილი. ამას ვერ წარმოვიდგენდი."-თქვა მეთ დეიმონმა.

მსახიობმა გვინეტ პელტროუზეც ისაუბრა. მისი თქმით, მან ბენ აფლეკისგან იცოდა, რომ ვაინშტაინი პელტროუს ავიწროებდა. 

"მე არასდროს მისაუბრია გვინეტთან ამ თემაზე. ბენ აფლეკმა მითრხრა რომ ის და პელტროუ რაღაცაზე შეთანხმდნენ, რომ ის თავად მოაგვარებდა ამას"-თქვა მეთ დეიმონმა.

გვინეტ პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, როდესაც ის 22 წლის იყო მას ცნობილი პროდიუსერი სექსუალურად ავიწროებდა.

კომენტარები