თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისის მოდის კვირეულს გააშუქებს 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის Vogue, Harper’s Bazaar, Elle, Jungle Magazine და სხვები.
4-დღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექციაც იქნება წარმოდგენილი: MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათი მოწვევით კვირეულს უცხოელი "ბაიერებიც" დაესწრებიან.
მოდის კვირეულის სპონსორია Tbilisi Mall-ი, ფესტივალის პარტნიორები არიან ტურიზმის ადმინისტრაცია და სახელმწიფო პროექტი Check in Georgia.