24 ოქტომბერს, თბილისის სამი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 24 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას, ქსელის გაუმჯობესებას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ისნის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის და შანდორ პეტეფის ქუჩის მცხოვრებლებს.

14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ხახანაშვილის, წინანდლის, ახმეტის, თელავის და ივერიელის ქუჩების მცხოვრებლებს. 


გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.


ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები