არჩევნები 2017

ჟვანია: ყველაზე მეტი საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში შევიდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის 737 უბანზე ხმების დათვლა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააკეთა.

“21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2258 წევრის და 64 მერის ასარჩევად. ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით 45.65 % შეადგინა, რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 612-მა ქალმა და 780 911-მა კაცმა.ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა, რაზეც ცხადია საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები