არჩევნები 2017

რომელ თვითმმართველ თემში შეიძლება, გაიმართოს მერის არჩევნების მეორე ტური

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ექვს თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. პირველადი მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს ახმეტის, ხაშურის, ბორჯომის, წყალტუბოს, ოზურგეთის და მარტვილის კანდიდატებმა.

ახმეტა - ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი - 48.93%, ენმ-ის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი - 27.88%; 29 უბნიდან დათვლილია 9 უბნის მონაცემები.

ხაშური - ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 39.42%, დამოუკიდებელ კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 19.9%, ენმ-ის კანდიდატი გიორგი მახათაძე 18.7%. 52 უბნიდან დათვლილია 22 უბანი.

ბორჯომი - ქართული ოცნების კანდიდატი ლევან ლიპარტია - 40.27%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე 40.58%. 30 უბნიდან დათვლილია ოთხი უბნის მონაცემები.

წყალტუბო - ქართული ოცნების კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი - 46.13%, ენმ-ის კანდიდატი ზაზა მეტრეველი 31.95%, 68 უბნიდან დათვლილია 8 უბნის მონაცემები.

ოზურგეთი - ქართული ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 45.46%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 33.59%. 62 უბნიდან, დათვლილია 4 უბნის მონაცემები.

მარტვილი - ქართული ოცნების კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა 49.44%. ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია 34.78%. 39 უბნიდან, დათვლილია 13 უბნის მონაცემები.

გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს თიანეთის მერის არჩევნების მონაცემები. ამ დროისთვის, დათვლილია უბნების ნახევარი (20-დან 10) და ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს ხმების - 51.09% აქვს, ხოლო "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატს თამაზ მეჭიაურს - 48.91%. 

ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 57-ვე თვითმმართველ თემში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლიდერობს.

კომენტარები